,,520 დღე გავიდა, რაც სააკაშვილი საპატიმროში მოხვდა და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც „არ კვდებოდა“- კობახიძე

,,ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც ”მიხეილ სააკაშვილი არ კვდებოდა“.

„ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი „არ კვდებოდა“. დანარჩენი 500 დღე მიხეილ სააკაშვილი „კვდებოდა“. თქვენ ეს გახსოვთ. აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წარმოებს. ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს, რა თქმა უნდა, ვერ შევუწყობთ. ვიღაცას ახლა გაახსენდა სააკაშვილი, როდესაც კანონი უკვე მიღებულია და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირონ,“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები