,,მოუსმინეთ თქვენს ხალხს, ნუ ჩაშლით თქვენი ქვეყნის მომავალს”- რასა იუკნევიჩიენე

„უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ევროპარლამენტი ქართველ პოლიტიკოსებს მიმართავს და მოუწოდებს მოუსმინონ ხალხს.

„საქართველო ეკუთვნის ევროპას. „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.

ჩემი თხოვნა საქართველოში ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან – გთხოვთ, მოუსმინეთ თქვენს ხალხს. ნუ ჩაშლით თქვენი ქვეყნის მომავალს”, – წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი თემები