,,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცადა,  ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე”- კონდოლიზა რაისი

,,მე მქონდა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა, რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე,”- ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა. მან  2008 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. ,,ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ სამხედრო ძალას რუსების წინააღმდეგ. მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ტესტოსტერონი ტრიალებდა ჰაერში და ჩემმა კოლეგამ სტივ ჰედლიმ იკითხა, ვაპირებთ თუ არა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა. მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება, რომლებიც არსებობს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს…

მეტი...

,,ყველამ უნდა იმსახუროს ჯარში, მათ შორის მღვდელმსახურებმა, გოგონებმაც”- ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ჯარში ყველამ უნდა იმსახუროს, მათ შორის მღვდელმსახურებმაც. ,,სავალდებულო გაწვევასთან უნდა იყოს ხაზგასმული, რომ აუცილებლად უნდა იყოს. ყველამ უნდა იმსახუროს ჯარში, მათ შორის მღვდელმსახურებმა. გაიხადოს ის, თუ არ გაიხდის, დილას მამაო ჩვენო წაიკითხოს და იაროს მაგათთან ერთად სანგრებში და იმას ქნას. რატომ არ უნდა იმას ქნას? მაგანაც უნდა იმსახუროს. ეს იქნება დიდი მოტივაცია, რომ მამაო, ჩვენთან ერთად მსახურობსო. მაგარი რაღაცა იქნება. გოგონებმაც უნდა იმსახურონ, ვისაც ექნება სურვილი და ამისთვის ყველაფერი უნდა იყოს მომზადებული. ჯარიდან რომ ბრუნდება, იმას უკვე კარგი მეგობრები უნდა ჰყავდეს,…

მეტი...

,,პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი”- გურამ მაჭარაშვილი

,,პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარეობს „საქართველოს პრეზიდენტს თავისი ფუნქციები კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული და როცა გარკვეული ტიპის განცხადებებს აკეთებს, საქართველოს სასარგებლოდ მაინც გააკეთოს და არა ქვეყნის, რადგან სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მისი განცხადებები გამომდინარეობს სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან საქართველოს გარდა. ის, რომ ჯერ კანონპროექტის განხილვაც კი არ არის დაწყებული და პრეზიდენტი ვეტოს აანონსებს, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ სამწუხაროდ, ისიც ერთვება იმ პროცესში, რასაც ჰქვია, რომ კანონპროექტის დეტალებშიც არავინ შევიდეს და…

მეტი...

,,ერთადერთი გზა არის, თქვენი ხმა, თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა”- ანი წითლიძე

,,მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წლებია, სარგებლობენ დასავლური გრანტებით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, იმისთვის, რომ რუსულმა ოცნებამ უკან დაიხიოს და ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის თქვენი ხმა,” – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია, პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს უკან დაახევინოს მმართველ გუნდს. „იმისთვის, რომ რუსულმა ოცნებამ უკან დაიხიოს და ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის ის, რომ თქვენი ხმა, თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა, რადგან ვერც ერთი ცალკე აღებული…

მეტი...

პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“

პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს  „ოკუპანტი ქვეყნის-რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია, გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები. ,,პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონის პროექტის მიზანია გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების…

მეტი...

ცხვრებისა და მწყემსებს გატაცება – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით,  დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, 1976 წელს დაბადებულ მ.რ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. 1985 წელს დაბადებული ა.ა. დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით. 1985 წელს ლ. მ.-ს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით…

მეტი...

,,ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ გახდება იძულებული გახსნას მეორე ფრონტი”- შამბა

,,ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ შეიცვლება ანტირუსი რადიკალებით ან თავად გახდება იძულებული, რომ გახსნას მეორე ფრონტი,”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთი ახლა საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. ,,ჩვენ ახლა ძალიან ვართ დამოკიდებულები საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზე. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ენგურსმიღმა მეზობლის ასეთი პოლიტიკის უკან დგას არა რუსეთის მიმართ სიყვარული ან ჩვენთან…

მეტი...

შსს-მ გორში მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ნ.ს. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1996 წელს დაბადებული ვ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.კ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ნ.ს. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობისა…

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი, ამჯერად, ვერის ბაღში განახორციელა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი, ამჯერად, ვერის ბაღში განახორციელა. სააგენტოს წარმომადგენლებმა მეპატრონეების მხრიდან ცხოველების გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვა და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულება გადაამოწმეს. სააგენტოს თანამშრომლებმა ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი ფლაერები გადასცეს. ,,აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება, გარემოს დაბინძურებისა და გასეირნების წესის დარღვევების პრევენცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია: განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია; უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით; იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის…

მეტი...

სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

 საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 85 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სატვირთო მატარებელს 350-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, შეჯახება ქალაქ ლარისასთან მოხდა. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო. ახალი სისტემა  60-ზე მეტი სახელმწიფოს შეეხება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ. სისტემის ამოქმედების შემდეგ, იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. მომსახურების გადასახადი შვიდი ევროთი განისაზღვრა. „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში“ (ETIAS) რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება…

მეტი...

Energy Community-ს წარმომადგენლობას საქართველოში სალომე ჯანელიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს. სალომე ჯანელიძე, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი ექსპერტი საქართველოს დაეხმარება ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციაში. სალომე ჯანელიძე სემეკში 2015 წლიდან საქმიანობდა. 2021 წლიდან დღემდე არის სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ენერგეტიკული გაერთიანების სათაო ოფისში (ავსტრია, ქ.ვენა). მისი საქმიანობა შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობასთან ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას, სამუშაო პროექტების მომზადებას. სალომე ჯანელიძე პროფესიით იურისტია. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი…

მეტი...

რუსმა ილუზიონისტმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოაჯადოვა

რუსმა ილუზიონისტმა ჰმაიაკ ჰაკობიანმა, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ”მოაჯადოვა”. ილუზიონისტის თქმით,  სიტყვების : “ახალაი-მაჰალაი”-ს წარმოთქმის შემდეგ სანქციები დაუყოვნებლივ დაიწვება. ,,რუსეთი მარტო არ არის, მას აქვს მხარდაჭერა მსოფლიოში, იზრდება აშშ-ს პოლიტიკით უკმაყოფილო ქვეყნების რიცხვი. ვაშინგტონმა არ იცის როგორ იმეგობროს, მაგრამ მხოლოდ იმორჩილებს, ან მტრებს იჩენს”, – განაცხადა ოლუზიონისტმა. მისივე თქმით, მსგავსი ხრიკები რუბლის გაუფასურებისასაც გამოიყენა 2015 წელს.

მეტი...

უცხოურ კომპანიებზე მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 4 163 332 ლარს – დაკავებულია ორი პირი

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს დახმარება საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენაში და მიწოდებაში. სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ბრალდებულებმა გააყალბეს ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებული ინვოისები, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოსდა ავტოცენტრებიდან შეძენილ იქნა დამკვეთისათვის სასურველი ძვირადღირებული ავტომანქანები, ცენტრების ანგარიშებზე გადაარიცხვინეს გარკვეული…

მეტი...

ევროპარლამენტი თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს

ევროპარლამენტი თანამშრომლებს ”ტიკტოკის” გამოყენებას უკრძალავს და ევროპარლამენტარებს რეკომენდაციით მიმართავს, სამსახურებრივი ტელეფონებიდან აპლიკაცია მათმა თანაშემწეებმაც წაშალონ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და გენერალურმა მდივანმა ალესანდრო ჩიოჩეტიმ პარლაენტის დაახლოებით 8000 თანამშრომელს განუცხადეს, რომ TikTok-ი კორპორატიული მოწყობილობებიდან 20 მარტამდე უნდა წაშალონ.

მეტი...

,,ომბუდსმენობას არ იმსახურებს არცერთი კანდიდატი, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის”- ლომჯარია

,,ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის,”- ამის შესახებ ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ლომჯარიას თქმით, ეს არის მისთვის ტესტი. ,,ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი”,- წერს ნინო ლომჯარია

მეტი...

COVID 19-ის პანდემია, სავარაუდოდ, ჩინური ლაბორატორიიდან წარმოიშვა – FBI-ის დირექტორი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, Covid-19 პანდემია,  სავარაუდოდ გამოწვეული იყო შემთხვევითი ლაბორატორიული გაჟონვით ჩინეთში.. ,,გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დიდი ხანია აფასებს, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია ვუჰანში”, – განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ. მისივე თქმით,  ჩინეთის მთავრობა ცდილობს დაბლოკოს საგამოძიებო სამუშაოები კორონავირუსის წარმოშობაზე.

მეტი...

გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გორში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ვანო ღვინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დაპირისპირების შედეგად, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს 33 წლის ირაკლი კობერიძე. ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი, მანქანის ხელოსანი. რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, როგორც ირკვევა, მას მანქანის შეღებვას ანაზღაურების გარეშე სთხოვდნენ, რამაც მოკლულსა და დაკავებულს შორის დაპირისპირება გამოიწვია. გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ერთი მანქანაში ჩაცხრილეს, მეორეს მდგომარეობა კრიტიკულია

მეტი...

ბადრი ესებუა დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობასა და მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას დღეს ზუგდიდში გადაიყვანენ, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება. როგორც დაცვის მხარე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ეს საქმე ბადრი ესებუას გამართლებით უნდა დასრულდეს, რადგანაც საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. „დაზარალებულთაგან არცერთი არ საუბრობს ბადრი ესებუაზე. მტკიცებულებების სიმწირიდან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. მასალებში არსებობს ე.წ. ოპერატიული ინფორმაცია, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთადერთი ე.წ. ოპერატორთან ზარია, სადაც ადამიანი ბანკში რეკავს და სესხთან დაკავშირებით საუბრობს. პირდაპირი მტკიცებულება,…

მეტი...

ჰააგის მთავარი პროკურორი უკრაინაში იმყოფება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი ომში მყოფ ქვეყანაში, უკრაინაში ჩავიდა. პროკურორის მიზანია შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები. პროკურორის განცხადებით, უნდა გამოავლინონ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშის მოტივები და დაადგინონ, რამდენად გამართლებული იყო ამ ობიექტების დაბომბვა.

მეტი...

2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, მსხვერპლი დიდია

საბერძნეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ქალაქ ლარისასთან სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა. 25 ადამიანზე მეტი  დაიღუპა, 85 კი – დაშავდა. სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი – თესალონიკიდან ლარისამდე. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.  

მეტი...