COVID 19-ის პანდემია, სავარაუდოდ, ჩინური ლაბორატორიიდან წარმოიშვა – FBI-ის დირექტორი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, Covid-19 პანდემია,  სავარაუდოდ გამოწვეული იყო შემთხვევითი ლაბორატორიული გაჟონვით ჩინეთში..

,,გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დიდი ხანია აფასებს, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია ვუჰანში”, – განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ.

მისივე თქმით,  ჩინეთის მთავრობა ცდილობს დაბლოკოს საგამოძიებო სამუშაოები კორონავირუსის წარმოშობაზე.

მსგავსი თემები