ჰააგის მთავარი პროკურორი უკრაინაში იმყოფება

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი ომში მყოფ ქვეყანაში, უკრაინაში ჩავიდა. პროკურორის მიზანია შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები.

პროკურორის განცხადებით, უნდა გამოავლინონ სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშის მოტივები და დაადგინონ, რამდენად გამართლებული იყო ამ ობიექტების დაბომბვა.

მსგავსი თემები