გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გორში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ვანო ღვინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მას ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დაპირისპირების შედეგად, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს 33 წლის ირაკლი კობერიძე. ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი, მანქანის ხელოსანი. რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, როგორც ირკვევა, მას მანქანის შეღებვას ანაზღაურების გარეშე სთხოვდნენ, რამაც მოკლულსა და დაკავებულს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ერთი მანქანაში ჩაცხრილეს, მეორეს მდგომარეობა კრიტიკულია

მსგავსი თემები