,,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეცადა,  ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე”- კონდოლიზა რაისი

,,მე მქონდა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა, რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე,”- ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა.

მან  2008 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

,,ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ სამხედრო ძალას რუსების წინააღმდეგ. მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ტესტოსტერონი ტრიალებდა ჰაერში და ჩემმა კოლეგამ სტივ ჰედლიმ იკითხა, ვაპირებთ თუ არა, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა. მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება, რომლებიც არსებობს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხელუხლებელი და რუსული ჯარები არ მდგარიყვნენ თბილისში. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.

მე მქონდა საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა, რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე, მე მას ვუთხარი, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო მინისტრი ვერ ისაუბრებდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ. საბოლოოდ რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ვფიქრობ, ეს წარმატებაა. რაც შეეხება იმას, შეგვეძლო თუ არა სანქციების დაწესება, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ დროს მეორე პრობლემაც იყო მსოფლიოში და ეს არის ფინანსური კრიზისი და ბევრი ქვეყანა სულაც არ იყო იმ ხასიათზე, რომ ვინმესთვის სანქციები დაეწესებინა,”- განაცხადა რაისამ.

 

მსგავსი თემები