,,პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი”- გურამ მაჭარაშვილი

,,პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა სხვა სახელმწიფოსი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარეობს

„საქართველოს პრეზიდენტს თავისი ფუნქციები კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული და როცა გარკვეული ტიპის განცხადებებს აკეთებს, საქართველოს სასარგებლოდ მაინც გააკეთოს და არა ქვეყნის, რადგან სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მისი განცხადებები გამომდინარეობს სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან საქართველოს გარდა. ის, რომ ჯერ კანონპროექტის განხილვაც კი არ არის დაწყებული და პრეზიდენტი ვეტოს აანონსებს, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ სამწუხაროდ, ისიც ერთვება იმ პროცესში, რასაც ჰქვია, რომ კანონპროექტის დეტალებშიც არავინ შევიდეს და ნარატივი იყოს, ვითომ, ეს არის რუსული კანონი. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი შედის იმ თამაშში, რასაც ჰქვია კანონის განხილვამდე წინასწარ რაღაც ტიპის იარლიყების მიწებება. საქართველოს პრეზიდენტს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტია და არა – სხვა სახელმწიფოსი. სამწუხაროდ, მისი განცხადებები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

მსგავსი თემები