საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 85 ადამიანი.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
სატვირთო მატარებელს 350-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, შეჯახება ქალაქ ლარისასთან მოხდა.
რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.