,,ერთადერთი გზა არის, თქვენი ხმა, თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა”- ანი წითლიძე

,,მინდა, მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წლებია, სარგებლობენ დასავლური გრანტებით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, იმისთვის, რომ რუსულმა ოცნებამ უკან დაიხიოს და ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის თქვენი ხმა,” – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია, პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს უკან დაახევინოს მმართველ გუნდს.

„იმისთვის, რომ რუსულმა ოცნებამ უკან დაიხიოს და ეს კანონი არ მიიღოს, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის ის, რომ თქვენი ხმა, თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა, რადგან ვერც ერთი ცალკე აღებული პარტია, პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს უკან დაახევინოს რუსულ ოცნებას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს პროტესტს, ნებისმიერი ფორმით გამოხატულს, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ თითოეულ თქვენგანს, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ამ რუსული კანონის შეჩერება, რადგან ამ კანონის მიღება ნიშნავს არა მხოლოდ თქვენს შეურაცხყოფას, არამედ იმას, რომ არც ერთი დონორი ორგანიზაცია და დასავლური გრანტი ამ ქვეყანაში არ იქნება“, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი თემები