პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“

პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს  „ოკუპანტი ქვეყნის-რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია, გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები.

,,პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის პროექტის მიზანია გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები.

,,ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს – მტერს დაარქვას მტერი. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები გააყალბოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ნიშნავს მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას, და ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასასრულს. ამის არიდებას ოცნების ხელისუფლება პოლიტიკური თაღლითობით ცდილობს და უნდა, რომ ერთ სიბრტყეზე დააყენოს სტრატეგიული პარტნიორები და ქვეყნის ოკუპანტი. ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს/მეგობრებს და ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ. ჩვენ ცხადია დღესვე დავიწყებთ კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან, რომ მხარი ამ ინიციატივას მათაც მხარი დაუჭირონ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები