,,ყველამ უნდა იმსახუროს ჯარში, მათ შორის მღვდელმსახურებმა, გოგონებმაც”- ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ჯარში ყველამ უნდა იმსახუროს, მათ შორის მღვდელმსახურებმაც.

,,სავალდებულო გაწვევასთან უნდა იყოს ხაზგასმული, რომ აუცილებლად უნდა იყოს. ყველამ უნდა იმსახუროს ჯარში, მათ შორის მღვდელმსახურებმა. გაიხადოს ის, თუ არ გაიხდის, დილას მამაო ჩვენო წაიკითხოს და იაროს მაგათთან ერთად სანგრებში და იმას ქნას. რატომ არ უნდა იმას ქნას? მაგანაც უნდა იმსახუროს. ეს იქნება დიდი მოტივაცია, რომ მამაო, ჩვენთან ერთად მსახურობსო. მაგარი რაღაცა იქნება. გოგონებმაც უნდა იმსახურონ, ვისაც ექნება სურვილი და ამისთვის ყველაფერი უნდა იყოს მომზადებული.

ჯარიდან რომ ბრუნდება, იმას უკვე კარგი მეგობრები უნდა ჰყავდეს, მაგან უნდა იცოდეს მხარში დგომა, მაგან უნდა იცოდეს პირველად დახმარება, ფელშარის სპეციალობაც უნდა ჰქონდეს. ის უნდა იყოს გამოცვლილი კაცი და არა საყურეებით მოსვლა,”- განაცხადა ინჯიამ.

მსგავსი თემები