,,ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ გახდება იძულებული გახსნას მეორე ფრონტი”- შამბა

,,ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ შეიცვლება ანტირუსი რადიკალებით ან თავად გახდება იძულებული, რომ გახსნას მეორე ფრონტი,”- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთი ახლა საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.

,,ჩვენ ახლა ძალიან ვართ დამოკიდებულები საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზე. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ენგურსმიღმა მეზობლის ასეთი პოლიტიკის უკან დგას არა რუსეთის მიმართ სიყვარული ან ჩვენთან ურთიერთობების დალაგების სურვილი, არამედ ეს არის პრაგმატული ნაბიჯები. თუმცა, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ შეიცვლება ანტირუსი რადიკალებით ან თავად გახდება იძულებული, რომ გახსნას მეორე ფრონტი.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აფხაზეთში რამდენიმე საკითხზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. პირველი: ჩვენ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ჯარის სამობილიზაციო შესაძლებლობები და შესაბამისი დავალება პრეზიდენტის მიერ უკვე გაცემულია. მეორე: უნდა მომზადდეს ჩვენი ჯარის რეფორმირების კონცეფცია და მესამე: უნდა გავაგრძელოთ ახალი რუსული რეგიონების მხარდაჭერა”,- განაცხადა შამბამ.

მსგავსი თემები