,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მეტი არაფერი დარჩათ, უსტვინონ, როგორც ჩანს, უკვე თავიანთი მარცხით დაუსტვინეს”- გურამ მაჭარაშვილი

,,მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული ინციდენტი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ამ ხალხს მეტი არაფერი დარჩა, ჯგუფ-ჯგუფად დაიშალნენ და ლიდერებს ხან სახლში, ხან სტუდიაში მიუვარდნენ, უსტვინონ, როგორც ჩანს, უკვე თავიანთი მარცხით დაუსტვინეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ინციდენტს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. „ასეთი დასტვენილები დადიან, ხან პრემიერთან მიდიან, ხან ლიდერებთან. მგონია, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.   „რუსი ხარ“, „მონა ხარ“- მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ  

მეტი...

ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ

თურქეთში ქართველი მეხანძრე – მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი. ისინი თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე -მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. ქართული სამაშველო ჯგუფი…

მეტი...

,,არშესრულებული 22…”- დღეს გიორგი შაქარაშვილი 22 წლის გახდებოდა

დღეს, 10 თებერვალს გიორგი შაქარაშვილი 22 წლის გახდებოდა. მოკლული ფეხბურთელის დედა სოციალურ ქსელში ამ დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ,,არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება…გაუსაძლისი უშენობა, გიო,”- წერს თამუნა შალვაშვილი. შეგახსენებთ, 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

მეტი...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 342-მდე გაიზარდა,  დაშავებულია 74 242 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, თურქეთის სამხრეთ რეგიონებიდან, სტიქიის ზონიდან 75 780 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. სამძებრო სამაშველო ღონისძიებებში 121 000 ადამიანი მონაწილეობს.  

მეტი...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპანტები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან. „ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი – „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ სიგნალს და გადადით თავშესაფრებში. ჩვენ გვჯერა საჰაერო თავდაცვის!“- წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკო სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს” – კრამერი კობახიძეზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. კრამერის თქმით, კობახიძის განცხადება, “ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს”. ,,თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა “ამერიკის ხმასთან”. ,,ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსეთს,…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის ერთი მილიონი ლარი გამოიყო

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მილიონი ლარი გამოიყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო. განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – დაიღუპა ქვეითი

ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.  

მეტი...

სირიაში, ნანგრევებში დაბადებული ჩვილის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა

სირიაში, ნანგრევებში დაბადებული ჩვილის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა. ”ბიბისის” ინფორმაციით, ახალშობილს აია დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს. ,,ჩვილი საავადმყოფოში შემოყვანისას ცუდ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა კოპები, ჩალურჯებები, გაყინული იყო და ძლივს სუნთქავდა,”- განაცხადა ექიმმა. აია, ნანგრევების ქვეშ დაიბადა, მშობიარობისას მისი დედა გარდაიცვალა. ასევე დაიღუპნენ ახალშობილის მამა, 4 და-ძმა და დეიდა.

მეტი...

ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს – ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი

რუსმა ოკუპანტებმა  წუხელ ზაპოროჟიეს დაარტყეს. ქალაქის საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა ქალაქზე სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. მისი თქმით, ერთ საათში ზაპოროჟიეში მტრის რაკეტის 17 გაშვება დაფიქსირდა. მისი თქმით, რუსული ძალები თავს დაესხნენ ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ამ დროისთვის, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

მეტი...

უკრაინაში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში, დნიპროსა და ზაპოროჟიეში. ხარკოვში, დაბომბვის გამო, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგია შეწყდა.  ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსებიხარკოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს.  

მეტი...

მკვლელობა სოფელ მარტყოფში – მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.  

მეტი...

,,აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”- აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრას ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა მინისტრ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განიხილა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების ძალისხმევისადმი, განამტკიცოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ჩვენი ერთგული მხარდაჭერაც“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

მეტი...

,,საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს”- ლოიდ ოსტინი

,,საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. „საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატო-ს მისიაში. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია,…

მეტი...

„რუსი ხარ“, „მონა ხარ“- მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია ”იმედში” მისულ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდინავს, მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ. აქტივისტები სკანდირებდნენ სიტყვებს: „რუსი ხარ“, „მონა ხარ“. რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ „სიტყვებზე პასუხს აგებს“. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა აქტივისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გულწრფელად, მართლა ცოდოები არიან. წარმოიდგინეთ, რას ავალებენ – უნდა მოვიდნენ და გეძახონ რუსი. როგორც კი ოდნავ შედიხარ სიღრმეში და ეტყვი, ვის ემსახურება, რა აქვს ნაკეთები მის უფროსს, მათ შორის რუსების სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ, მერე ისევ სასტვენი პირში. ხომ უნდა გაიაზრო, რა დავალების შესასრულებლად მოდიხარ. ვიღაც გადმოგიხტება მანქანიდან, ვიღაც – არა, გაივლის. შეიკავებს…

მეტი...

,,პრეზიდენტმა ზუსტად იმავე მესიჯბოქსით გაგვლანძღა, როგორც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გვლანძღავენ”- მამუკა მდინარაძე

,,საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის, ამ შემთხვევაში კი, უფრო ნაკეთები განცხადებების და კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ ხარჯზე,  – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე  სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი  იმ ხალხის ტრენდს მიჰყვება, ვინც „ქართულ ოცნებას“ უარგუმენტოდ აბრალებს რუსული ინტერესების გატარებას. ,,ორი დღის წინ სალომე ზურაბიშვილს ცოტა რბილად, თუმცა სწორად, მაგრამ მაინც მოუნდა, ეთქვა, არ შევიწყალებ სააკაშვილს, აღიაროს დანაშაულიო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ჰუმანიტარული და ჰუმანური თემები თუ არსებობს, განახორციელოს, ვინაიდან მე თუ შევიწყალებ, მიმდინარე საქმეებზე მაინც შეიძლება, დაიჭირონო. „არა და არასოდეს“ ვეღარ თქვა,…

მეტი...

მიწისძვრის შედეგად თურქეთში 17 674 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი – 3 377

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი 3 377. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 72 879 ადამიანია დაშავებული, ხოლო სირიაში კი მათი რიცხვი სამი ათასს მიუახლოვდა. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეტი...