უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა

ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპანტები უკრაინას „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს ესვრიან.

„ჰაერში მტრის თვითმფრინავია, ზღვაში კი – „კალიბრის“ რაკეტების მატარებელი ხომალდები. მტერმა რაკეტები გაუშვა! საჰაერო იერიში გახანგრძლივდება. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ სიგნალს და გადადით თავშესაფრებში. ჩვენ გვჯერა საჰაერო თავდაცვის!“- წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკო სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები