ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს – ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი

რუსმა ოკუპანტებმა  წუხელ ზაპოროჟიეს დაარტყეს. ქალაქის საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა ქალაქზე სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.

მისი თქმით, ერთ საათში ზაპოროჟიეში მტრის რაკეტის 17 გაშვება დაფიქსირდა.

მისი თქმით, რუსული ძალები თავს დაესხნენ ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ამ დროისთვის, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

მსგავსი თემები