სირიაში, ნანგრევებში დაბადებული ჩვილის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა

სირიაში, ნანგრევებში დაბადებული ჩვილის შვილად აყვანის სურვილი ათასობით ადამიანმა გამოთქვა.
”ბიბისის” ინფორმაციით, ახალშობილს აია დაარქვეს, რაც არაბულად სასწაულს ნიშნავს.
,,ჩვილი საავადმყოფოში შემოყვანისას ცუდ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა კოპები, ჩალურჯებები, გაყინული იყო და ძლივს სუნთქავდა,”- განაცხადა ექიმმა.
აია, ნანგრევების ქვეშ დაიბადა, მშობიარობისას მისი დედა გარდაიცვალა. ასევე დაიღუპნენ ახალშობილის მამა, 4 და-ძმა და დეიდა.

მსგავსი თემები