,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მეტი არაფერი დარჩათ, უსტვინონ, როგორც ჩანს, უკვე თავიანთი მარცხით დაუსტვინეს”- გურამ მაჭარაშვილი

,,მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული ინციდენტი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ამ ხალხს მეტი არაფერი დარჩა, ჯგუფ-ჯგუფად დაიშალნენ და ლიდერებს ხან სახლში, ხან სტუდიაში მიუვარდნენ, უსტვინონ, როგორც ჩანს, უკვე თავიანთი მარცხით დაუსტვინეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

„ასეთი დასტვენილები დადიან, ხან პრემიერთან მიდიან, ხან ლიდერებთან. მგონია, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

„რუსი ხარ“, „მონა ხარ“- მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

 

მსგავსი თემები