,,ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს” – კრამერი კობახიძეზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.

კრამერის თქმით, კობახიძის განცხადება, “ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს”.

,,თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა “ამერიკის ხმასთან”.

,,ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს რუსეთს, ამ პირობებში იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები