მიწისძვრის შედეგად თურქეთში 17 674 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი – 3 377

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 17 674 ადამიანი, სირიაში კი 3 377.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 72 879 ადამიანია დაშავებული, ხოლო სირიაში კი მათი რიცხვი სამი ათასს მიუახლოვდა.

ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი თემები