დღეს, 10 თებერვალს გიორგი შაქარაშვილი 22 წლის გახდებოდა. მოკლული ფეხბურთელის დედა სოციალურ ქსელში ამ დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
,,არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება…გაუსაძლისი უშენობა, გიო,”- წერს თამუნა შალვაშვილი.
შეგახსენებთ, 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.