„რუსი ხარ“, „მონა ხარ“- მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია ”იმედში” მისულ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდინავს, მამუკა მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დახვდნენ.

აქტივისტები სკანდირებდნენ სიტყვებს: „რუსი ხარ“, „მონა ხარ“. რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ „სიტყვებზე პასუხს აგებს“.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ერთ-ერთმა აქტივისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„გულწრფელად, მართლა ცოდოები არიან. წარმოიდგინეთ, რას ავალებენ – უნდა მოვიდნენ და გეძახონ რუსი. როგორც კი ოდნავ შედიხარ სიღრმეში და ეტყვი, ვის ემსახურება, რა აქვს ნაკეთები მის უფროსს, მათ შორის რუსების სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ, მერე ისევ სასტვენი პირში. ხომ უნდა გაიაზრო, რა დავალების შესასრულებლად მოდიხარ. ვიღაც გადმოგიხტება მანქანიდან, ვიღაც – არა, გაივლის. შეიკავებს თავს ან ვერ შეიკავებს. რა რუსი? თუთიყუშივით რომ გამეორებინებენ, რუსიო და შინაარსი არ დევს ამაში, შენს პატრონს ქართველი ჯარისკაცებისთვის აქვს დაბრალებული ომის დანაშაული რუსეთის სასარგებლოდ, ეს ცოტა მაინც ხომ უნდა გაიაზრო? ცოტა მაინც თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, რომ საყვირში არ ჩაბერო?“ – აღნიშნა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მსგავსი თემები