გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული და დაჭრილია 250-ზე მეტი რუსი სამხედრო. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნებზე და მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემა დაბომბეს.