აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია

ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია.  „ბიბისის“ ინფორმაციით, რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარატკიმ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

მაკარტიმ კენჭისყრაში  203 ხმა მოიპოვა, არჩევისთვის კი მას, სულ მცირე, 218 ხმა სჭირდებოდა.

212 ხმა მიიღო დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა. დემოკრატიულ პარტიას კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა არ აქვთ, ამიტომ მათი კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობა სიმბოლური იყო.

მსგავსი თემები