4 იანვარს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
ამ დროისთვის უცნობია, რა თემებზე აპირებს ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს.
ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.