უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, რუსებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. დაშავებულია ერთი ადამიანი.
განგაშის სიგნალი ჩაირთო ასევე დონეცკის, ხარკოვის , პოლტავსკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.