,,კვარაცხელია ჩვეულებრივ ამბავს განსაკუთრებულს ხდის”- ”ნაპოლის” მწვრთნელი

„ინტერთან“ მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულებრივ ამბავს განსაკუთრებულს ხდის.

,,კვარაცხელია არაპროგნოზირებადია, ის ჩვეულებრივ მოვლენას გამორჩეულს ხდის. ისეთი მოთამაშეა, რომელიც არაფრისგან მატჩის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის – თანაც სქემებისა და თანაგუნდელების გარეშე. მან და ლობოტკამ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგ. რაჰამანიც ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს და მე ბედნიერი ვარ, რადგან ის ძალიან გვჭირდება.

„ინტერი“ უმაღლესი დონის კლუბია, მათ ფული ჩადეს ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში. ისინი ადვილად ახერხებენ მოედანზე თამაშის გაშლას, შეტევის განხორციელებას და იციან, როგორ ჩაიკეტონ თავი. ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, რადგან ეს მატჩი გამოწვევაა არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის“, – აღნიშნავს „ნაპოლის“ მწვრთნელი.

მსგავსი თემები