,,მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან.

“ისინი ხედავენ, რომ საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება. ხედავენ, რომ მობილიზებულთა ყაზარმები ფეთქდება. ამ ყველაფრის გამო ჭკუიდან იშლებიან. იწყება საკმაოდ სასტიკი ქმედებები მათი მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი სამხედროები სამოქალაქოებს ესვრიან. შეუძლიათ სამოქალაქო მამაკაცი დახვრიტონ, თუ მოეჩენებათ, რომ იგი თითქოს უკრაინელ სამხედროებს ეხმარება”, – აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ციხეში უშვებენ მათ, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

“გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იჭერენ და, თუ ფრონტზე წასვლა არ სურთ, გაყავთ ლუგანსკში და იქ ციხეში სვამენ. არის ინფორმაცია, რომ 10-15 სამოქალაქოს ამა თუ იმ სოფლიდან იჭერენ და გაყავთ, ასეთი ფორმით აშინებენ ადგილობრივებს, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაეხმარონ… ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ნერვული კოლაფსის პიკზე იმყოფებიან”, – განაცხადა გაიდაიმ.

მსგავსი თემები