,,რუსული სცენარი უნდა ჩავშალოთ, ტერორისტები უნდა დამარცხდნენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ტერორისტებმა უნდა წააგონ, მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს, ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას, ვისი მოკვლაც სურს, უკრაინა კი ახორციელებს ცივილიზებული სამყაროს მობილიზაციას სიცოცხლის გულისთვის.

„ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ, ომში სიტუაციის შემობრუნებასა და დამარცხების გადადებას შეეცდებიან. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ვემზადებით ამისთვის. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მსგავსი თემები