იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიროტექნიკა, „კვარა ბომბი“ შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნეაპოლის პოლიციის ყურადღების ცენტრში „კვარა ბომბი“ მოექცა, რომელიც 500 გრამი სუფთა აკრძალული ფეთქებადი ნარევისგან შედგება. სამართალმდამცველებმა საშიში ასაფეთქებელი საშუალება უკვე ამოიღეს.
მედია წერს, რომ „ბომბი კვარა“ ბევრად უფრო მძლავრი და, შესაბამისად საშიშია, ვიდრე მისი წინამორბედები: „ბომბი მარადონა“, „ბომბი კარეკა“, „ბომბი ძოლა“, „ბომბი კავანი“ და „ბომბი იგუაინი“.