,,კორონავირუსი არსად გამქრალა, იცირკულირებს ისე, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი”- ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი არსად გამქრალა. მისი განმარტებით, 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ვირუსების გავრცელების ჯამურ რაოდენობაში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9.8% არის, დაახლოებით 10%. ანუ, 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ შესაძლებელია გახდეს ისეთივე სეზონური, როგორც გრიპის ვირუსი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს ამას,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა არსებობს მოლოდინი, რომ 2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოვისმინოთ, რომ პანდემია დასრულდა.

,,2023 წელს შეიძლება მოვისმინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. ის იქნება, იცირკულირებს ისე, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი და მას შევეჩვევით. ვაქცინაციის საშუალებით შევებრძოლებით, როგორც გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებში. წლევანდელი წელი შეიძლება გამორჩეული იყოს, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა ზამთრის პერიოდში იყო მოცირკულირე ვირუსებს შორის ერთ-ერთი და არა წამყვანი. თუ გრიპს და კორონავირუსს შევადარებთ, ხუთჯერ მეტია გრიპის შემთხვევა, ვიდრე კორონავირუსი, რაც პანდემიის წლებში ასე არ იყო“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

წამყვანია ე.წ. ჰონკონგის ვირუსი – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები