,,გრიპის ვირუსის მაჩვენელი საკმაოდ მაღალია”- ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს და  მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს.

ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

„წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. თუ ქვეყანაში იქნება რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი, ეს პიკი იქნება დეკემბერ-იანვარში. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ახლა ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველაზე დიდი რაოდენობით არის ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 39%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებშიც, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

წამყვანია ე.წ. ჰონკონგის ვირუსი – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები