სახალხო დამცველის არჩევა – სამადაშვილის თქმით, “ოცნება” გამიზნულად ცდილობს, პროცესი ჩაშალოს

სახალხო დამცველის არჩევა – “ლელოს” ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, “ოცნება” გამიზნულად ცდილობს, რომ პროცესი ჩაშალოს.

სამადაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილნი არიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებსაც ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება.

„ქართულმა ოცნებამ“ გამიზნულად გადაწყვიტა რომ ჩაშალოს ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება, თუ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი კანდიდატი. ამის შესაძლებლობა რომ არის, მგონი ამას ყველა ვხედავთ, იმიტომ, რომ არიან წარმოდგენილნი დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნება“. – ამბობს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი თემები