„წელს ვირუსის შემთხვევების მატება ნაადრევად დაიწყო” – ივანე ჩხაიძე

„წელს ვირუსის შემთხვევების მატება ნაადრევად დაიწყო” – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

ის მიმართვიანობის გაზრდაზე საუბრობს, რომელიც ნაადრევად, ოქტომბრის თვიდან დაიწყო.

„ოქტომბრიდან აღინიშნებოდა ვირუსები, მიმართვიანობის გაზრდა საავადმყოფოებში, ზამთრის პერიოდში რესპირაციული სინციტიური ვირუსის სიჭარბე გამოვლინდა, რომელიც ძირითადად ბავშვებშია დაფიქსირებული.”

პროფესორის თქმით, გრიპი გამორჩეულია მიმდინარეობის სირთულით, რომელსაც თან ახლავს გართულებები, გადაყვანა კლინიკებსა და საავადმყოფოებში, ფატალური შედეგი და სხვა.

მსგავსი თემები