თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას ხელს უშლის

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავაც შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას უშლის ხელს.

„როიტერი“ წერს, თურქეთის საზღვაო უწყებამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობმზიდ გემებს, რომელთა ეკიპაჟიც ვერ წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების წერილობით გარანტიას. ამ წერილის წარდგენის სავალდებულო წესი თურქეთში თვის დასაწყისიდან ამოქმედდა.

თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ თურქეთის მერი მოთხოვნილ დოკუმენტებს ვერ წარადგენენ, რადგანაც ანკარას შეუძლია, სანქციები დააწესოს, თუ აღმოჩნდება, რომ დაზღვეული რუსული ნავთობი დადგენილ ზედა ზღვარზე მეტ ფასად გაიყიდა.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ წევრმა სახელმწიფოებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალოთ რუსული ნავთობის ექსპორტის ხელშეწყობა, თუ ეს ნავთობი დადგენილ ზღვრულ ფასზე მეტად გაიყიდება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამჟამად ბოოსფორისა და დარდანელის სრუტის დატოვებას ვერ ახერხებს 28 ნავთობმზიდი. ამ ხომალდების უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებს ეკუთვნის და ნავთობიც ევროკავშირის პორტებში უნდა ჩავიდეს.

მსგავსი თემები