„3 წელია, ვირუსის მსგავსი მატება არ გვქონია” – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, 3 წელია ვირუსის მსგავსი მატება არ გვქონია, კორონავირუსსაც არ ჰქონია მსგავსი სეზონური მატება.

ჩხაიძის თქმით, ვირუსის მსგავსი ტემპით მატება თავად კოვიდპანდემიამ გამოიწვია.

„კორონავირუსის გამო ასეთი მატება არ გვქონია, არა მხოლოდ გრიპზე და სხვა ვირუსებზე, არამედ თავად კორონავირუსის სეზონური მატებაც კი არ ყოფილა ასეთი. კორონავირუსმა შეცვალა სეზონურობის გაგება, ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როგორც კოვიდპანდემიამდე იყო მსოფლიო და მათ შორის საქართველოც.” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები