“ეს კარგად დაწყებული პროექტი ჩავარდა” – ალექსანდრე კობაიძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის პროცესის ჩავარდა მთელ რიგ პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.” – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა ალექსანდრე კობაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

ის ორივე მხარეს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, მოუწოდებს შეთანხმებისკენ, რათა არ დაზარალდეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი.

„კარგი იქნებოდა, რომ პოლიტიკოსები ორიენტირებული ყოფილიყვნენ როგორმე შეთანხმებულიყვნენ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის არსებობაზე. მათ არ სურთ სახალხო დამცველი არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, პროცესებმა კი ეს აჩვენა.”

კანდიდატი ოპოზიციას მოუწოდებს კონსესუსისკენ,  რადგან სახალხო დამცველის ასარჩევად საკმაოდ მაღალი მანდატია საჭირო.

„მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება არ შეიძლება, აქ ოპოზიციის კონსესუსიც უნდა ყოფილიყო, რაც ასევე არ შედგა, ეს კი მიანიშნებს იამზე რომ ყველას თავისი პოლიტიკური ხედვები აქვთ, ქვეყნის ბედი კი მათთვის მეორეხარისხოვანია.” – თქვა კობაძემ.

კობაძის განცხადებით სახალხო დამცველის აპარატი დისკრედიტაციას განიცდის გარე პირებიდან.

„დისკრედიტაციის მიუხედავად, აპარატი ბევრს მუშაობს, მუშაობს პატიმრებზე, სოციალურად დაუცველებზე, შშმ პირებზე და ა.შ, შესაბამისად აუცილებელია ამ ინსტიტუტის აუცილებლობა.”

ის ასევე საუბრობს არჩევის პროცესზე და აღნიშნავს, რომ კარგად დაწყებული პროექტი ჩავარდა, მიუხედავად მისი დემოკრატიული დაწყებისა, რომელიც გამჭვირვალე იყო.

„ჩავარდნის მიზეზი, პოლიტიკური ხედვაა, ერთს უნდა ერთი, მეორეს მეორე და სხვა, ამ ყოველივემ კი შეაფერხა პროცესი. ეს დააზარალებს ინსტიტუტს.”

კანდიდატის თქმით, აღნიშნული პროცესის ჩავარდნა ქვეყნის რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

„მოვუწოდებ, პარლამენტარებს, სასწრაფო წესით დაამტკიცონ სახალხო დამცველი. აღნიშული შეფერხება ქვეყნის რეპუტაციაზე დიდ ცუდ გავლენას ახდენს.” – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა ალექსანდრე კობაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

 

მსგავსი თემები