„თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მაღალია იმის ალბათობა რომ ის ჩაიშალოს და სახალხო დამცველი ვერ აირჩეს” – მარიკა არევაძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„თუ პროცესები ასე გაგრძელდა, მაღალია იმის ალბათობა რომ პროცესი ჩაიშალოს და სახალხო დამცველი ვერ აირჩეს. ვაკვირდებით პროცესებს, კონსესუსი ერთი კანდიდატისადმი არ არსებობს.” – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა მარიკა არევაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

კანდიდატის ხაზს უსვამს ომბუდსმენის არჩევის პროცეს და ვარაუდობს, რომ ახალი კონკურსის დანიშვნა გახდეს საჭირო.

„თუ 16 დეკემბრის კვირაში არ აირჩა ახალი სახალხო დამცველი, დიდი ალბათობით ახალი კონკურსის დანიშვნა გახდება საჭირო. ამ პერიოდშიც საშემოდგომო სესიები სრულდება პარლამენტში და პროცესებიც არ წარიმართება დადებითად. თუ არჩევა არ მოხდა, ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს და თავიდან დაიწყოს ყველაფერი. ეს ციკლი დიდ დროსთანაა დაკავშირებული, და ამ პერიოდში ეს აპარატი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანამდებობის მოვალეობის შემსრულებლის ამარა.” – განაცხადა არევაძემ.

კანდიდატი პოლიტიკურ კონსესუსზე საუბრობს და ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ შეთანხმდნენ და ქვეყნის ინტერების შესაბამისად იმოქმედონ.

„მაღალი კონსესუსის საჭიროებაა, 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, მინდა მოვუწოდო ოპოზიციას და ხელისუფლებას, გადადონ გვერდით მათი დღის წესრიგი, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. და აარჩიონ მაღალი კვალიფიკაციის კანდიდატი.”

კონსესუსი გულისხმობს დათმობას, ქვეყანას დღეს სჭირდება, კვალიფიციური, დამოუკიდებელი კანდიდატი და ასეთები არიან კანდიდატთა შორის.” განაცხადა მარიკა არევაძემ „მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები