„პროცესი მიმდინარეობს დაზიანებულ ფორმატში” – მარიკა არევაძე „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სამწუხაროდ პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც საჭიროა, დაზაინებულია.” – ამის შესახებ სახალხო დამცველის კადიდატმა მარიკა არევაძე „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

სახალხო დამცველის კანდიდატი საუბრობს ევროკავშირის 12 პუნქტზე, რომელიც სახალხო დამცველის ობიექტურ პირობებში არჩევასაც მოიაზრებს.

„მოგეხსენებათ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი სწორედ ომბუდსმენის არჩევაა და ეს პროცესი სამართლიან გარემოში უნდა წარმართულიყო, სამართლიან, კონკურენტუნარიან გარემოში, რომ არ დაზიანებულიყო და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო პროცედურის მიმართ.”

არევაძე ხაზს უსვამს დაგვიანებულად წარმართულ არჩევის პროცესს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი 8 ნოემბრამდე უნდა არჩეულიყო.

„ახალი სახალხო დამცველი 8 ნოემბრამდე უნდა არჩეულიყო და არსებული ერთი თვე ახალ სახალხო დამცველს უნდა გამოეყენა, რომ შესულიყო და ძველი ომბუდსმენი ახლით ჩანაცვლებულიყო. ეს პერიოდი კი არ შეაფერხებდა აპარატის მუშაობას.” – განაცხადა მარიკა არევაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

მარიკა არევაძე შეფერხებულ კონსულტაციებზე საუბრობს, რომელიც არავინ იცის მიმდინარეობს თუ არა.

„დღემდე არ არის არჩეული სახალხო დამცველი, არავინ იცის მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები, რატომ წყდება, რატომაა შეფერხებები. ამ ყოველივემ კი პროცესები უკვე დააზიანა და ვიმედოვნებ კიდევ უფრო არ დააზიანებს.” კანდიდატის თქმით, ახალი სახალხო დამცველი ევროკავშირის რეკომენდაციების მიხედვით უნდა აირჩიონ.

მარიკა არევაძე  აღნიშნავს, რომ არსებული 19 კანდიდატიდან არის რამდენიმე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც მოცემული პუნქტების მიხედვით არჩევას გულისხმობს.

 

 

მსგავსი თემები