“ქართული ოცნება” და “ნაც. მოძრაობა” ერთად არის მოსაშორებელი” – ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის წევრის, მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენლის ლევან კობერიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებით მართავენ ქვეყანას.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა პარტიამ, “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა საშუალება პროცესები ქუჩაში გადაეტანათ. 

“ის, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად მართავენ ქვეყანას ფაქტია. ის, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”, როდესაც მოპარა ქართველ ხალხს დანაპირები, რომელიც იყო საერთო სახალხო შეთანხმება, ამით მორალური უფლება მისცა “ნაციონალურ მოძრაობას” სხვადასხვა ფორმატით მოახდინონ პროტესტის გამოთქმა. მერე “ნაციონალური მოძრაობა” მისცემს რაღაც მორალურ უფლებას “ქართულ ოცნებას” თავის საქციელით რაღაც, რომ გააკეთოს და ამათ უნდა ვუყუროთ ასე. “ქართული ოცნება” და “ნაც მოძრაობა” ერთადაა მოსაშორებელი” – განაცხადა ლევან კობერიძემ

მსგავსი თემები