აშშ მზადაა, კონფლიქტის დასარეგულირებლად რუსეთთან დიალოგში ჩაერთოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთ-უკრაინის საომარი მდგომარეობის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესშიც ჩაერთოს. როგორც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი განმარტავს, შეერთებული შტატები ორიენტირებულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

„აშშ და მსოფლიოს ქვეყნები არასდროს აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა უკანონო ანექსირება რუსეთმა 2014 წელს და ახლა მოახდინა.  პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ასევე, უკრაინის მხარდაჭერასა და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის  უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აცხადებს ნედ პრაისი.

 

მსგავსი თემები