ჯანმო კორონავირუსის ახალ, სასიკვდილო ვარიანტის გამოჩენას არ გამორიცხავს

ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საფრთხეზე ისევ ალაპარაკდა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, პანდემიის კრიტიკული ეტაპის დასრულება ახლოსაა, თუმცა, საფრთხეები მზარდია.

„კოვიდ-19“-ის დამარცხების სტრატეგიაში არსებული შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად“ – აცხადებს ტედროს ადანო გებრეისუსი.

მისი შეფასებით, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ მხრივ პრობლემები არსებობს.

„უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ, რომ პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, – აცხადებს გებრეისუსი.

 

მსგავსი თემები