„რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული“  – თურქეთის პრეზიდენტი  

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები სწრაფად უნდა აღდგეს და ამ პროცესით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან საუბრისას აღნიშნა, სამშვიდობო პროცესი ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის უსწრაფესად აღდგენა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა”, – აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის ჩართულობითა და ინიციატივით რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები არაერთხელ გაიმართა და მათ შორის თურქეთშიც.

 

მსგავსი თემები