„რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, იმ ტრაგიკულ დღეს, როცა ჩვენ მას დავკარგავთ“ – გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით,  თუ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასწრაფოდ არ ჩაინიშნა,  შესაძლებელია, პრეზიდენტი აღარ იყოს ცოცხალი. აღნიშნული განცხადება ჩალაძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისთან გაიმართა.

„დღევანდელი აქცია არის სიმბოლური შეკრება, ეს არ არის იმ ადამიანების სრული მობილიზება, ვისაც უნდა სააკაშვილის გადარჩენა. ჩვენი ერთად დგომა მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. დღევანდელი აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ლოზუნგებს. ეს არ არის სრული მობილიზება იმ ადამიანების, ვისაც უნდა სააკაშვილის გადარჩენა. ეს არის მოწოდება საქართველოსთვის, რომ არ დავუშვათ პრეზიდენტ სააკაშვილის სიკვდილი. სააკაშვილმა დღეს ვერ შეძლო ფეხზე ადგომა. ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, იმ ტრაგიკულ დღეს, როცა ჩვენ მას დავკარგავთ.  სასამართლოზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა.  დროულად უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. შესაძლებელია, პრეზიდენტი აღარ იყოს ცოცხალი, თუკი სასამართლო პროცესი არ ჩაინიშნება მომდევნო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ჩალაძემ.

 

მსგავსი თემები