„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევით აწამებდა ქართველ სამხედრო ტყვეებს“  

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს სს  საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. საქართველოს მეგობართა ჯგუფი ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს,  სადაც გმობს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს და ცხინვალში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს.

„ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენას ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარეში გაერთიანებას. ამის მსგავსად, ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოში, აფხაზეთში, გაგრის რაიონში 180 ჰექტარი მიწის დაკავების გამო. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის ე.წ. „პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების, ასევე სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გამო და ამას უკანონო ანექსიის მცდელობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად ვაფასებთ“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, შეაჩეროს  პროცესი და ითანამშრომლოს რუსეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.

„სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევით აწამებდა ქართველ სამხედრო ტყვეებს; თვითნებურად აკავებდა და ხოცავდა მშვიდობიან მოქალაქეებს და პასუხისმგებელი იყო მათ მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე; ხელი შეუშალა ეთნიკური ქართველების სახლებში დაბრუნებას და ვერ ჩაატარა გამოძიება მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე. მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს განაჩენი.  საშუალება მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში“ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გავრცელდა.

 

მსგავსი თემები