„დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30-დან 47%-მდე გაიზარდა“ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30%-დან 47%-მდე გაიზარდა. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციის ეფექტურ მუშაობაზე არაერთი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს.

„ამერიკული ორგანიზაცია “Gallup” -ის ინდექსის მიხედვით, საქართველო გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიციის დამსახურებაა. ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში და აშ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაზრდილია 47%-მდე 30%-დან“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები