“მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო” – ღარიბაშვილი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით არა ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობს მთავრობა.

 „იუსტიციის სამინისტროს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები. ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია.  ეს არის სამ წლიანი პროქტი, რომელიც 1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივები ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორი ბიზნესთან ასოცირებული სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლებს, ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს.  ჩვენ ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა „ციფრულ იუსტიციის სახლზე“ გადასვლაზე, რაც წარმოადგენს  იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრულ გაგრძელებას. მუშავდება ციფრული იუსტიციის სახლის მობილური აპლიკაცია, რომელიც უახლოეს თვეებში წარედგინება  ჩვენს მოსახლეობას. მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე გეტყვით, რომ ვგეგმავთ თანამედროვე მეოთხე თაობის ბიომეტრიული პასპორტს გაკეთებას, ამას უახლოეს რამდენიმე თვეში წარვუდგენთ საზოგადოებას და ვგეგმავთ ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები