შესაძლოა თბილისში მოთოვოს – რას ვარაუდობენ სინოპტიკოსები

საქართველოში დიდთოვლობაა მოსალოდნელი. შესაძლოა მოთოვოს დედაქალაქშიც – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

18 და 19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მოთოვს.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, მაგრა 21-დან ისევ ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოასალოდნელი.

რაც შეეხება თბილისს 18-19 დეკემბერს, დღის საათებში, შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, 21 დეკემბრიდან კი დედაქალაქშიც აცივდება.

მსგავსი თემები