ერთ დღეში, ვირუსით 53 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 205, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 174, კახეთი – 143, მცხეთა-მთიანეთი – 88, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

მსგავსი თემები