იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია.

“გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია. ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ,,მას შემდგომ როცა მიხეილ სააკაშვილი გამოწერილი იქნება გორის ჰოსპიტლიდან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ”.

შეგახსენებთ, 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც  სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდს.

 

მსგავსი თემები